„ყველაზე უსუსური და სუსტი აღმოვჩნდი, ვერაფრით გიშველე“ -  ნიკა ქაცარიძეს მეუღლე ემშვიდობება

ქაცარიძე

5 იანვრის დილას, რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა.

ნიკას მეუღლე, ნინო ბერიძე ემოციურად ემშვიდობება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„კნეინა შენ ყველაზე ძლიერი ხარ“, ძლიერი კი არა ყველაზე უსუსური და სუსტი აღმოვჩნდი, შენ რომ ვერაფრით გიშველე.

ჩემს ტკივილს ვერავის მოგახვევთ თავს, უბრალოდ გეტყვით, რომ ამ ტკივილს მტერსაც არ ვუსურვებ.

უამრავი მესიჯი და კომენტარი მომდის. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ“,- წერს ნინო ბერიძე. 

ასევე ნახეთ ვიდეო - ნიკა ქაცარიძის ერთ-ერთი ბოლო ეთერი