„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
მაკუნა გოჩიაშვილი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული, მომღერლის ნინა წკრიალაშვილის პირველ სატელევიზიო ინტერვიუს ეხმიანება და მის მხარდამჭერს პოსტს ავრცელებს:
„ნინა წკრიალაშვილს ვუყურე ლელასთან. ძალიან მინდა ვიცნობდე და პირადად ვუთხრა რომ, ჰო, ცუდად მოგექცნენ, მოგკლეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდეს.
და ყველაზე ცუდი ის არის, რომ მაგ ჯოჯოხეთში შინაურებმაც კი ვერ მოგცეს სათანადო მხარდაჭერა, განსჯის ნაცვლად, უბრალოდ გამხნევება.
ამიტომაც ხარ ახლა ასე ცუდად, მაგრამ უმაგრესი გოგო ხარ, რომ არ ჩერდები და ეძებ მაინც ძალებს რომ წამოდგე. აუცილებლად შეძლებ!“, – წერს მაკუნა გოჩიაშვილი.
ცნობისთვის, ნინა წკრიალაშვილმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ ქვეყნიდან წასვლის მიზეზებზე, საბერძნეთში ყოფნის პერიოდსა და ბიპოლარულ აშლილობაზე ისაუბრა.
ასევე ნახეთ:
„გავთხოვდი... დაიწყო ჯოჯოხეთის შემდეგი ეტაპი...“ - ნინა წკრიალაშვილი საბერძნეთში ცხოვრების დეტალებზე