„თუ ახლა ცუდად ხართ, იმედგაცრუებას გრძნობთ...“ - აი, რას გირჩევენ ასტროლოგები, რომ ახალი წლიდან იღბალი მოიზიდოთ

ახალი წელი

2024 წელი, გარდა იმისა, რომ ნაკიანი წელიწადია, კარმული დროცაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ზუსტად იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს… 

შეიძლება ითქვას, რომ ახლა დროის გზაჯვარედინზე, დიდი ცვლილებების წინ ვდგავართ. ყველაფერი მოძველებული, წარსულში დატოვებული აუცილებლად უნდა განადგურდეს, თუ გსურთ, რომ მომდევნო წლიდან თქვენს ცხოვრებაში სიახლეები შემოვიდეს.

შეეცადეთ, წლის ბოლომდე საკუთარ ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს გადახედოთ. დაფიქრდეთ ადამიანებთან ურთიერთობაზე, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებასა და გარკვეული საკითხების გადაჭრაზე. გაათავისუფლეთ საკუთარი თავი ნეგატიური ფიქრებისაგან. თუკი ახლა ცუდად ხართ, იმედგაცრუებას გრძნობთ, ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ ბრაზის ტყვეობაში აღმოჩნდეთ. შეეცადეთ, უარი თქვათ წარსულის ნეგატიური გამოცდილებით ცხოვრებაზე და ახალი ფურცელი დაიწყოთ.

იყავით სიახლეებისთვის მზად, გამოხატეთ სამყაროს მიმართ მადლიერება, საყვარელ ადამიანებს აგრძნობინეთ, რომ გიყვართ, თქვენს თავს გადაუხადეთ მადლობა ყველაფრისთვის – კარგი გამოცდილებისთვისაც და შეცდომებისთვისაც.

შეხვდით 2024 წელს მშვიდად. ნუ დახარჯავთ დროს იმ ადამიანებსა და საქმეებზე ფიქრში, რომლებიც უკვე წარსულში დარჩნენ. მსგავსი დამოკიდებულებით, 2024 წელი თქვენთვის მშვიდი, წარმატებული, განვითარებასა და პროგრესზე ორიენტირებული იქნება. წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს - პირველადი ინფორმაციით, მკვლელიც ასევე ქართველია

„შენ ნამდვილი ვარსკვლავი ხარ…“ – ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ “ვოისში”ჟიური კვლავ აღაფრთოვანა

„საოცრებები ხდება... დამირეკა და მითხრა, ძალიან გავმდიდრდი, 7 მილიონი ვიშოვეო...“ - რას ჰყვება ნინა წკრიალაშვილი