ყველაზე ტრაგიკული სახლი ბათუმში დღეს ისევ ასე გამოიყურება

ბათუმი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან მალე 4 თვე გავა.

გენდერის მკვლევარი და კომუნიკაციების სპეციალისტი მაიკო ჭითაია ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ბათუმის ამ ტრაგედიის შემდეგ პირველად მოვხვდი ამ ქუჩაზე. ეს სახლი ახლა ასე გამოიყურება.
დროში გაჩერებული მომენტივითაა - ვიღაც წყლის დასალევად გავიდა და კადრი დააპაუზა, დაბრუნდება და გაგრძელდება ცხოვრება შეჩერებული ადგილიდან: სამზარეულოში ვიღაც შემოვა და სარეცხს გამოიღებს გასაფენად ან ჩაიდანს დაადგამს ჩაის დასალევად.

სახლის ეს ჭრა აუგმენტირებული რეალობასავითაა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია თითქოს, რაღაცების გადალაგება, შეცვლა ან საერთოდაც თავიდან დაწყება.
სინამდვილეში არაფერი აღარ შეიცვლება და გაგრძელდება, იმიტომ რომ ამ რეალობაში ფატალურ შეცდომას ვეღარ გამოასწორებ და ვიღაცის დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით ამ სახლის ბინადრების თამაში დასრულებულია.
ამაზე სევდიანი სანახაობა ცოტა თუ მინახავს“.