„ყველაზე ძლიერი საშუალება, რომ ვიყოთ ღმერთთან, არის წირვა...“ - თეოდორე გიგნაძე

Teodore gignadze

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე. გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ყველაზე ძლიერი საშუალება, რომ ვიყოთ ღმერთთან — ყველაზე ძლიერი, არის ევქარისტიული მსახურება, ანუ წირვა.და როგორც კი ჩვენში აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ გვეზარება ხოლმე წირვაზე მოსვლა, გავიდა ერთი კვირა, ორი კვირა, სამი კვირა და არ ვზიარებულვარ — ეს არის დარღვევა, უფალი შავით-თეთრზე, იმპერატიულად ამბობს  — „თუ არ შეჭამთ ჩემს ხორცსა და სისხლს, არ გექნებათ მარადიული სიცოცხლე“,და დაგრჩებათ ის ბიოლოგიური სიცოცხლე, რომელიც არაფრის მომცემი არ არის…“,- წერს თეოდორე გიგნაძე.