1733169705
ყველას და მათ შორის ჩემს თავსაც ვუსურვებ წარსულთან ღირსეულ შეჯიბრებას! - ვაჩე ღვინიაშვილის საახალწლო მილოცვა
მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს ულოცავს. ვაჩე ღვინიაშვილი სრულიად საქართველოს და მთელს მსოფლიოს მშვიდობას, რწმენას, სიყვარულს და კანონთან ერთად მორალის დაცვას დაცვას უსურვებს.
„მოკლედ…..(მოკლედ ვერ ვიტყვი), როგორც წინა წელს, იმის წინა და იმის წინა წელს ჩემი ტრადიციული და საერთაშორისო მილოცვა როგორ არ გამეგრძელებინა?
წლევანდელმა წელმა ბევრი რამ მასწავლა, ბევრი მცნება ჩამაგონა, ერთადერთი პიროვნება ვისაც უნდა ებრძოლო ეს შენი თავია წარსულში, სწორედ ამიტომ ყველას და მათ შორის ჩემს თავსაც ვუსურვებ წარსულთან ღირსეულ შეჯიბრებას!
მე მესმის, ვიღაცას არ ესმის
მე ვხედავ, ვიღაც ვერ ხედავს
მე ვლაპარაკობ, ვიღაც ვერ ლაპარაკობს
მე ვცოცხლობ, ვიღაც ვერ ცოცხლობს, მაგრამ ამით არ უნდა ვიამაყო ეს რეალობა უნდა დავაფასო და გამოვიყენო! ყველას გისურვებთ თავისუფლებას და სიყვარულს, რაც რეცეპტია დროის აღსაქმელად!
თანატოლებს და ჩემს თავს ვურჩევ, რომ ეცადონ არასდროს ჩააქრონ სწავლის სანთელი, ვუსურვებ ლაღ ბავშვობას და წარმატებას!
მშობლებს კარგ აღმზრდელობას (ნერვების მდგრადობას)!
მოხუცებს ტკბილად დაბერებას შვილიშვილებთან ერთად
სრულიად საქართველოს და მთელს მსოფლიოს მშვიდობას, რწმენას, სიყვარულს და კანონთან ერთად მორალის დაცვას დაცვას ვუსურვებ!
გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს!
life is very special gift for god!
happy new year“, – წერს ვაჩე ღვინიაშვილი.