"ყველაფერი ზეთის კომპანიის გაკოტრებით დაიწყო..." - ვაზელინის შექმნის ისტორია

რობერტ ჩეზბრო

ვაზელინის შექმნა 150 წელზე მეტი ხნის წინანდელი წარმატების ისტორიაა.

მისი გამომგონებელი 1872 წელს რობერტ ჩეზბრო იყო. თუმცა, ვაზელინის რეალური შთაგონება შორს არის იმისგან, რისთვისაც ის დღეს გამოიყენება.

ყველაფერი 1859 წელს ზეთის კომპანიის გაკოტრებით დაიწყო.  ზეთის გადამუშავების დროს ქიმიკოსმა შენიშნა, რომ ნავთობის მუშები ბურღვის ღეროების გარშემო დაგროვილ ზეთის ნარჩენებს ჭრილობებისა და დამწვრობის შესახორცებლად იყენებდნენ.

„ქიმიკოსმა 10 წელი მოანდომა ზეთის ვაზელინად გამოხდის პროცესის დახვეწას და 1872 წელს მას სავაჭრო ნიშნად „ვაზელინი“ დაარქვა, თუმცა თავიდან ამით ვერავინ დააინტერესა.“

თავდაპირველად ამ პროდუქტის გამოშვება არცერთ კომპანიას არ სურდა თუმცა სერ რობერტმა გული არ გაიტეხა და თავისი პროდუქტის სარგებლიანობის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლა.

იგი ნიუ იორკის ქუჩებში დადიოდა, სახალხოდ ახდენდა ვაზელინის ეფექტურობის დემონსტრირებას. საკუთარ კანს ხალხის თვალწინ იწვავდა მჟავის ან ცეცხლის  მეშვეობით, ხოლო  შემდეგ დაზიანებულ ადგილებზში ვაზელინს იზელდა. ასევე მსურველებს უფასოდ აძლევდა ვაზელინს რათა თავადაც გამოეცადათ იგი. ბოლოს უკვე იგი ერთ წუთში ერთ ვაზელინს ყიდდა.

თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის რომ მის გამომგონებელს იმდენად უყვარდა ეს კრემი რომ ყოველდღიურად ერთ კოვზ ვაზელინს მიირთმევდა. სერ რობერმა 96 წელი იცოცხლა.