ვარკეთილში ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
1735239348
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გამარჯობა მეგობრებო. როგორც იცით, ჩემს მიმართ, ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე, ნათესავებსა და გულშემატკივრებზე. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა. ეხლა კი იძულებული ვარ მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს, ემიგრაციასა და საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი, რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს, ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს. მე არასდროს, ჩემს სიცოცხლეში, არც ერთი ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში.
ყოველთვის, რითაც შემეძლო, გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს, როგორც ძმა და როგორც მეგობარი.
ყველაფერი, რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას.
გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე...!", - წერს მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
როდიდან გამოიდარებს საქართველოში - ახალი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან
„ცუკერბერგი მანიშნებდა, 30 წამი დაგრჩაო“ – რას ჰყვება მერაბ დვალიშვილი
VIDEO: „კარგი გოგოა ჯოჯუა...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მერაბ დვალიშვილი