პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოში 2022 წლის ანგარიშის წარდგენა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გახსენებითა და მისი ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო.
კახა კალაძის განცხადებით, მარიტას წინაშე აქვთ ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს განმეორდეს.
„დღევანდელი ანგარიში მინდა დავიწყო მარიტას ხსოვნით, რომლის წინაშე გვაქვს ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს არ განმეორდეს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას!
ყველა სიძნელე, ყველა სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არა მხოლოდ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანისთვის, არის უდიდესი ტკივილი“, – განაცხადა კალაძემ.