პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზაზა მესხის და მის შვილებს შოვში ამ დრომდე ეძებენ.
ტრაგიკულად დაღუპულ კაცს მეგობრები ემშვიდობებიან.
„უკვე მეშვიდე დღეა გაუჩინარებიდან.
ჩვენი მეგობრობა სამ ათეულზე მეტ ხანს მოიცავს. სკოლის მერხიდან, ვმეგობრობდით. არასოდეს გვიკამათია, მაშინაც კი, როცა განსხვავებული შეხედულებები გვქონდა ამა თუ იმ საკითხზე.
უცხო ქვეყანაში ააწყო ცხოვრება, პატარა საქართველო მოიწყო, მოჰყავდა ყურძენი, აყენებდა ღვინოს, საქართველოდან ჩამოჰყავდა ქართველი ხელოსნები, შვილებს ყველაფერ ქართულს ასწავლიდა, აყვარებდა. მისთვის საქართველოში ჩამოსვლა ზეიმი იყო.
ჩვენ წელიწადში, ხან ორ წელიწადში ერთხელ შევხვდებოდით ერთმანეთს. ყოველთვის, როცა ჩამოვიდოდა საქართველოში ჩემთან ვიკრიბებოდით სახლში. ასე იყო წელსაც. 24 ივლისს, გავსინჯეთ სახლის ღვინო... თქვა, რომ თავს ბედნიერად გრძნობდა ალინასთან... რა კარგია, ყველანი ერთად რომ ვართო... ბოლოს 26 ივლისს შევხვდი ზუგდიდში, ზენონი ბრუნდებოდა ბანაკიდან, მას უნდა დახვედროდა... 1-ლ აგვისტოს უწერაში ჩაიყვანა ცოლ-შვილი, კოტეჯში დაბინავდა, სამოთხეში ვარო ... ვაგლახ, რომ სამოთხე 3 აგვისტოს ჯოჯოხეთად იქცა. 3-ში 16:25 წუთზე მესენჯერში მივწერე კვირას, რომ დაბრუნდები ნაკვერჩხალზე შემწვარ თევზს დაგახვედრებ თქო... წერილი არ უნახავს ... შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ... ტელეფონზე გადავურეკე... გამორთული იყო... საგანგებო ცხელ ხაზზე დავრეკე... მას შემდეგ მხოლოდ ალინა ნახეს, გუშინ კი მანქანა. გაანათლოს ალინას სული უფალმა.
ზაზა ძმაო გამორჩეული ნიჭის, პატრიოტი ადამიანი იყავი. მრავალშვილიანი დის ოჯახის იმედი, ახლობლებისა და ასაკოვანი დედის სიამაყე. უზომოდ დიდია შენი გულშემატკივრების რიცხვი ძმაო... ყველა შოკირებულია ...
ასე არ უნდა ხდებოდეს...
სანუგეშებელი სიტყვების მოძებნაც რთულია... იქნებ ის, რომ „რამდენჯერაც არ უნდა დაეცე, იმდენჯერ უნდა წამოდგე“... შენ სწორედ ასე იზამდი ძმაო...“, - წერს ზაზა მესხის მეგობარი.
ასევე ნახეთ:
VIDEO: ვინ არის ქართველი ექიმი, რომელიც ახალშობილებით ვაჭრობის საქმეში ფიგურირებს
VIDEO: მძიმე კადრები სტიქიის ზონიდან - მდინარემ სახლი წაიღო, ის ხიდს შეეჯახა და დაიშალა (ნორვეგია)
ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძარს შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა