ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ქართველი ექიმი მაია ჩაკვეტაძე ერთ-ერთია, რომელიც საბერძნეთში დაწყებული გამოძიების მასალებში ფიგურირებს. კუნძულ კრეტაზე სუროგაციის ცენტრში ჩატარებული რეიდის დროს ის არ დაუკავებიათ, თუმცა ბრალი ოფიციალურად წარედგინა. უკანონო სუროგაციისა და სავარაუდო ტრეფიკინგის საქმეზე სულ რვა პირია დაკავებული. მათ შორის ქალაქ ხანიაში მდებარე კლინიკის დამფუძნებელი, ექიმები და შუამავლები.
მაია ჩაკვეტაძე, რომელსაც ბერძნული გამოძიება დანაშაულებრივი ქსელის ერთ-ერთ რგოლად ასახელებს, საქართველოში სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელია. თავად მაია ჩაკვეტაძის შესახებ კი ასეთ ჩანაწერს ვკითხულობთ:
"მაია ჩაკვეტაძე-კომპანიის დამფუძნებელი 2011 წლიდან ეწევა აღნიშნულ საქმიანობას და მისი თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება სუროგაციისა და დონაციის სფეროში კომპანიის წარმატების გარანტია. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს იმ უშვილო წყვილთა გაბედნიერება, რომლებსაც მკურნალობისა და უიმედობის წლები აქვთ გამოვლილი, კომპანიის მთავარ ფუნდამენტს ჩვენი გამოცდილება და წარმატების მაჩვენებელი წარმოადგენს", - აღნიშნულია ჩანაწერში.
ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, უკანონო სუროგაცია და ქალებისთვის კვერცხუჯრედის ამოღება, დანაშაულებრივ ქსელს დიდ სარგებელს აძლევდა. სუროგაციის საშუალო ფასი 70-დან 100 ათას ევრომდე მერყეობდა, ზოგ შემთხვევაში კი 120 ათას ევროსაც აღწევდა.
საქმეში ფიგურირებს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. ახალგაზრდა ქალი, რომელიც საბერძნეთიდან რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა, სავარაუდოდ, თავადაც დონორი იყო, რის შემდეგაც ქსელმა ის შუამავლის პოზიციაზეც დაასაქმა.
ცნობილია, რომ საბერძნეთში სუროგაცია ლეგალურია მხოლოდ დაქორწინებული ჰეტეროსექსუალური წყვილებისთვის, თუმცა ბერძნული გამოძიების ინფორმაციით, გახმაურებულ საქმეში იკვეთება ჩვილებით ვაჭრობის, ქალების ექსპლუატაციის, თაღლითობის და დოკუმენტაციის გაყალბების კვალი.
ასევე წაიკითხეთ:
,,სულ არ მაინტერესებს, ვის გააღიზიანებს ჩემი სიმართლე და ვის მოეწონება…" - რას წერს მამა პეტრე