კარგი ინფორმაცია! სინოპტიკოსების თქმით, გურია-აჭარა-სამეგრელოს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება
1740637886
თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველები და სპეციალური ტექნიკა - გურიაში კვლავ რთული ვითარებაა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს.
ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ზოგიერთი სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული.
ცოცხალი ძალა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, ყველა კრიტიკულ მონაკვეთზე კომუნიკაციის აღდგენას ცდილობს.
"ყველა სამსახური მუშაობს ინტენსიურად იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად მოხდეს იმ პრობლემების და გამოწვევების გამკლავება, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების და რეგიონის წინაშე დგას. გაიმართა საკოორდინაციო შტაბის კიდევ ერთი სხდომა, დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც გადადგმული იქნება, უკვე დაწყებულია მათი შესრულება", - აცხადებს გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე