1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მოდელი მარიშა გვიდიანი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ის „ჯეომოდელსის“ სააგენტოს მოდელი იყო.
9-დღიანი ბრძოლის მიუხედავად, 15 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოზარდი გოგოს ტრაგიკულ დაღუპვას უამრავი ადამიანი ეხმიანება. მათ შორისაა ბლოგერი, გურამ შეროზია:
„15 წლის მარიშა გვიდანის სიცოცხლე შეიწირა ნასვამმა, ნაბიჭვარმა მძღოლმა, რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და დაეჯახა ველოსიპედით მიმავალ გოგონას
აი, გული მეგლიჯება ეგეთ ამბებზე, როდის უნდა შევიგნოთ ერმა, რომ ყველა ნასვამი მძღოლი პოტენციური მკვლელია!
1 თვის წინ რაღაც სუფრაზე მოვხვდი, საჭესთან ვარ არ ვსვამმეთქი და არ გაქვს ქალაქში ამდენი “ბლატები” რომ არ გაგაჩერონო? ისეთი ამბები დავატრიალე! ანუ მხოლოდ იმიტომ არ ვსვამთ მათი აზრით, რომ ჯარიმის გვეშინია?! ამ შეგნების ხალხში რომ გვიწევს ცხოვრება - ეგეც ცალკე ტრაგედიაა!
ვუსამძიმრებ გოგონას ოჯახს და მომხრე ვარ, ყველა ნასვამი მძღოლი - მართვის მოწმობის 6 თვიანი ჩამორთმევა კი არა - ციხეში მიდიოდნენ!!!!“,წერს შეროზია.