Wizz Air: იმ სანქციების გათვალისწინებით, რომელზედაც ევროპელი და აშშ-ის ლიდერები შეთანხმდნენ, ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთში თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე წვდომას

ფრენა

Wizz Air-ი რუსეთის ქალაქების მიმართულებით ფრენების შეწყვეტის შესახებ​​ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს გაცნობოთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air აუქმებს ყველა ფრენას რუსეთის მიმართულებით (სანკტ-პეტერბურგი, მოსკოვი, ყაზანი). იმ სანქციების პაკეტის გათვალისწინებით, რომელზეც ევროპელი და აშშ-ის ლიდერები შეთანხმდნენ, ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთში თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე წვდომას, თუ ისინი დაგვჭირდება. ამიტომ, არ არსებობს იმის გარანტიაც, რომ ფრენების აღდგენა შესაძლებელი გახდება უახლოეს მომავალში.

მგზავრებს, რომლებსაც აქვთ ჯავშნები რუსეთის ქალაქების მიმართულებით, შეუძლიათ მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია wizzair.com-ზე, ან დაუკავშირდნენ ავიაკომპანიის ქოლ-ცენტრს ნომერზე: +380 893 202 532. ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება მუდმივად რჩება ჩვენს ნომერ პირველ პრიორიტეტად“, - ნათქვამია განცხადებაში.