Wildberries-მა საქართველოში შეკვეთებისგაცემის პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით პირველი სემინარი გამართა

რეკლამა

ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Wildberries-მა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2024 წლის ბოლოს შემოვიდა, 14 მარტს, თბილისში პირველი სემინარი გამართა იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეკვეთების გაცემის პუნქტების გახსნით.

ღონისძიებას 100-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიცWildberries-ის ბრენდირებული შეკვეთების გაცემის პუნქტების გახსნით დაინტერესდნენ. სემინარზეWildberries-ის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს შეკვეთების გაცემის პუნქტების გახსნის ძირითად ასპექტებზე საქართველოში: რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ობიექტმა და მისმა მდებარეობამ, როგორ ხდება განაცხადის შეტანა და რა ტარიფები მოქმედებს პარტნიორებისთვის.

შეკვეთების გაცემის პუნქტის გასახსნელად ადგილობრივმა მეწარმეებმა უნდა მოაწყონ მინიმუმ50 კვ.მ. ფართის ობიექტი Wildberries-ის სტანდარტების შესაბამისად, რაც მოიცავს ბრენდირებულ გაფორმებასა და ადგილმდებარეობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას(არასაცხოვრებელი ფართი, ცალკე შესასვლელით, ღამის საათებში ხელმისაწვდომობა და სხვა).

Wildberries უზრუნველყოფს შეკვეთების გაცემის პუნქტების გახსნასთან დაკავშირებულ ხარჯებს და ფარავს ბრენდირების საფასურსაც. კომპანიის შეფასებით, სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის მდებარეობის გათვალისწინებით, შეკვეთების გაცემის პუნქტის გახსნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ვადა საშუალოდ 6 თვეა.

სპეციალურად შექმნილ და მუდმივად განახლებად რუკაზე შესაძლებელია იმის მონიტორინგი, თუ სად იხსნება შეკვეთების გაცემის ახალი პუნქტები და სად არის შესაძლებელი მათი გახსნა სამომავლოდ. კომპანიამ შექმნა დეტალური სახელმძღვანელო სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულად, რათა მსურველებმა მარტივად შეძლონ საკუთარი შეკვეთების გაცემის პუნქტის გახსნა.

2025 წლის 13 მარტის მდგომარეობით, საქართველოში უკვე ფუნქციონირებს 32 Wildberries-ის შეკვეთების გაცემის პუნქტი (19 თბილისში, 5 ბათუმში, 2 რუსთავში და თითო-თითო ქობულეთში, ახალციხეში, ახალქალაქში, გორში, წალკასა და ნინოწმინდაში).

შეკვეთების გაცემის პუნქტები არის Wildberries-ის ბიზნესმოდელის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი და უნიკალური მახასიათებელი, რომელიც მას კონკურენტებისგან გამოარჩევს. ამ ეტაპზე Wildberries-ს 58,000-ზე მეტი შეკვეთების გაცემის პუნქტი აქვს მსოფლიოს 7 ქვეყანაში. Wildberries-ის შეკვეთების90%-ზე მეტი სწორედ ამ პუნქტებიდან გაიცემა, რაც ამცირებს როგორც მიტანის, ასევე პროდუქციის დაბრუნების ხარჯებსა და ვადებს.

R