სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
გთხოვთ, იხილოთ კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალური განცხადება. მეტი კომენტარი არ მაქვს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საგარეო უწყებაში მინისტრის პირველმა მოადგილემ წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება არჩევნებთან და არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„მე მომიწვიეს ჩემს კოლეგებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება მომხდართან დაკავშირებით, არჩევნებთან და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ. არჩევნებზე და არჩევნების შემდგომ ევროკავშირის შეფასება ძალიან მკაფიოდ იყო გამოთქმული უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გავრცელებული განცხადებები. მეტი კომენტარი არ მაქვს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას არ ესწრებოდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.