Wildberries-მა გამოავლინა ყველაზე მოთხოვნადი საჩუქრები ქალთა საერთაშორისო დღისთვის

ვაილდბერიზი

Wildberries-მა, ევრაზიის წამყვანმა ელექტრონულმა კომერციის პლატფორმამ, თავის მომხმარებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რათა შეეფასებინა, როგორ აღნიშნავენ ისინი საერთაშორისო ქალთა დღეს (8 მარტს) და რა საჩუქრების ჩუქებას ან მიღებას აპირებენ ამ განსაკუთრებულ დღესასწაულზე.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, Wildberries-ის მომხმარებელთა 80%-ზე მეტი ყველა ქვეყანაში, სადაც პლატფორმა ფუნქციონირებს, აღნიშნავს 8 მარტს და აპირებს საჩუქრების შეძენას ქალებისთვის. საქართველოში, 2025 წლის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მათი რაოდენობა 83%-ს აღწევს (მხოლოდ 2%-მა განაცხადა, რომ საერთოდ არ აღნიშნავენ 8 მარტს, ხოლო 15%-მა აღნიშნა, რომ იშვიათად აღნიშნავენ). ეს დღესასწაული ასოცირდება ქალურობასთან, ქალთა პატივისცემასთან, პოზიტიურ ემოციებთან და საჩუქრების გაცვლის ტრადიციასთან.
გამოკითხვა მოიცავდა 13 400-ზე მეტ რესპოდენტს ექვს ქვეყანაში - სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და უზბეკეთი. ყველაზე პოპულარული საჩუქრები, რომელთა მიღებაც ქალებს სურთ, არის კოსმეტიკა და პარაფიუმერია, ყვავილები და სამკაულები. საქართველოში ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ქალები განსაკუთრებით აფასებენ კოსმეტიკას და პარაფიუმერიას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ 8 მარტის აღნიშვნა საქართველოში უკავშირდება საკუთარი თავის მოვლასა და ქალის სილამაზეზე ყურადღების გამახვილებას.
გამოკითხვის შედეგებით, მამაკაცები ხშირად არჩევენ საჩუქრებს თავიანთი ცოლებისთვის, პარტნიორებისთვისა და დედებისთვის. მაშინ, როცა ქალები ძირითადად საჩუქრებს არჩევენ დედებისთვის, დებისთვის, მეგობრებისა და კოლეგებისთვის, და აღნიშნავენ ამ დღეს მეგობრებისა და ახლობლების წრეში. ქართველი მამაკაცების უმრავლესობა გეგმავს საყვარელი ქალებისთვის მაქსიმუმ 100 აშშ დოლარის ბიუჯეტში საჩუქრის შეძენას, რაც Wildberries-ის სხვა ბაზრების სასაჩუქრე მოლოდინებსაც ემთხვევა.

კომპანია Wildberries, რომელიც დაარსდა ტატიანა კიმის მიერ მისი დეკრეტული შვებულების პერიოდში, აქტიურად უჭერს მხარს ქალთა მეწარმეობას იმ ქვეყნებში, სადაც იგი ოპერირებს. ქალებს, რომლებიც ისწრაფვიან ბიზნესსა და IT სფეროში განვითარებისკენ, Wildberries სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს და აძლევს შესაძლებლობას შეუერთდნენ მეწარმეთა დიდ საზოგადოებას.

Wildberries-ის შესახებ
Wildberries დაარსდა 2004 წელს რუსეთში და წარმოადგენს წამყვან ელექტრონული კომერციის პლატფორმას, რომელიც მოქმედებს სომხეთში, ბელარუსში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, რუსეთსა და უზბეკეთში, ასევე თანამშრომლობს ჩინელ მეწარმეებთან.

Wildberries უზრუნველყოფს თანამედროვე IT ინფრასტრუქტურას მომხმარებლებისა და მეწარმეების მხარდაჭერისთვის, ასევე ავითარებს ლოჯისტიკურ ქსელს, რომელიც მოიცავს 130-ზე მეტ ობიექტსა და 58,000-ზე შეკვეთების გაცემის პუნქტს მის ბაზრებზე. 2024 წლის მდგომარეობით, Wildberries ემსახურება 75 მილიონზე მეტ მომხმარებელს და ახორციელებს 20 მილიონზე მეტ შეკვეთას დღეში.