ვთვლი, რომ ღვთისმშობლის წილხვედრობის დაჯერებამ უდიდესი ზიანი მოგვაყენა ქართველებს - დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე 

დეკანოზი თამაზ ლომიძე მიიჩნევს, რომ „ღვთისმშობლის წილხვედრობის დაჯერებამ“ ქართველებს ზიანი მიაყენა.

„მე ვთვლი, რომ ღვთისმშობლის წილხვედრობის დაჯერებამ უდიდესი ზიანი მოგვაყენა ქართველებს. ჩვენნაირი ხალხისთვის ეს სრულიად დამღუპველია. წილხვედრობის ამბავი ქართველებმა რაღაც ამპარტავნულ უპირატესობად და გარანტირებულ გადარჩენად გავიგეთ. ამიტომაა ეს ჩვენთვის მავნებელი. ახლა, პირიქით, გვჭირდება რწმენა და შიში, რომ შეიძლება საერთოდაც გავქრეთ, თუ ასე გავაგრძელეთ ცხოვრებას“, - წერს დეკანოზი.