ვრცელდება კადრები, როგორ გადახტა ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში უცნობი ადამიანების გადასარჩენად

ვრცელდება კადრები

მახუნცეთში, მდინარე აჭარისწყალში ჩავარდნილი ტურისტები ადგილობრივებმა დახრჩობას გადაარჩინეს.

ფაქტის ამსახველ კადრებს ლალი ხიმშიაშვილი ავრცელებს და წერს, რომ ერთ-ერთი გმირი მისი ქმარია, რომელიც დაუფიქრებლად გადახტა უცხო ადამიანების გადასარჩენად.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ორი ტურისტი მდინარეში ხიდიდან ჩავარდა. ორივე მათგანი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს.