როგორი ამინდი იქნება აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში - სინოპტიკოსის პროგნოზი
1787264883
ქალაქ ახალციხეში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ვარლამ წიკლაურთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად გაეცნო.
ქალაქ ახალციხეში დასრულების ეტაპზეა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გათვლილია 300 მაყურებელზე. პროექტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიისა და გამწვანების ზოლის კეთილმოწყობა.
მიმდინარე წელს დასრულდება ახალი სამუსიკო სკოლის მშენებლობაც. პროექტის ფარგლებში აშენდა 4 სართულიანი შენობა, სადაც სასწავლო კლასები, საკონცერტო დარბაზი და სხვა საჭირო სივრცეები ეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, სასწავლო პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში გაგრძელდება.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს, რუსთაველის ქუჩა №124-ში კინო-კლუბის მშენებლობა, სადაც თანამედროვე სტანდარტების მქონე, 250 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, 50 კაციანი კინო-დარბაზი და მედიათეკა მოეწყობა.