ვოლტის კურიერები ხვალ საპროტესტო აქციას აანონსებენ - აქციის 4 მოთხოვნა ცნობილია

ვოლტი

ხვალ, 19 თებერვალს, 14:00-ზე ვოლტის ოფისთან კურიერების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჯგუფი „სამართალი კურიერებისთვის“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, აქციას ოთხი მოთხოვნა აქვს და ოთხივე თანაბრად მნიშვნელოვანია.

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„1. ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობები.2. კოლექტიური მოლაპარაკება პარტნიორ კურიერებთან.3. ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ადიამების ანტიკონსტიტუციური დევნა და დეჰუმანიზაცია კომპანიის მხრიდან.4. ვოლტიდან (რომლის 100 % წილის მფლობელია ვოლტ ფინეთი) გათავისუფლდნენ დირექტორი ნატალია ხიზანიშვილი და ოპერაციების დეპარტამეტის უფროსი გიორგი ჯაკობია. ჩვენი მოთხოვნების მესამე პუნქტი მათ მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქმედებებს ეხება. საერთაშორისო კომპანიაში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის.საპროტესტო მოძრაობას მხარს უჭერენ ქართველი მუსიკოსები და ხელოვანები: ნიკოლოზ რაჭველი, სტეფანე მღებრიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ერეკლე დეისაძე, აჩიკო გულედანი და მრავალი სხვა.საპროტესტო მოძრაობა "სამართალი კურიერებისთვის" მივმართავ ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტს ჰაიდი ჰაუტალას. ქალბატონო ვიცე-პრეზიდენტო, კურიერები იბრძვიან უკეთესი პირობებისა და ქვეყნისთვის, სადაც გამეფებულ უსამართლობას თქვენ უკვე უწოდეთ "ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელი".დანარჩენი ინფორმაცია და განახლებები დაიდება აქციის ღონისძიებაში, აქ ფეისბუქზე. იყავით ყურადღებით.უმორჩილესად გთხვოთ, დაუჭიროთ მხარი ქართველ კურიერებს“ - წერია განცხადებაში.