სტამბოლი-ბათუმის რეისის თვითმფრინავი უამინდობის გამო აეროპორტში ვერ ჯდება
1745086126
როგორ აპირებს საკოორდინაციო შტაბი დასავლეთ საქართველოში არსებულ რთულ ვითარებასთან გამკლავებას - გეგმის დეტალები ოზურგეთში განიხილეს რეგიონში ჩასულმა საქართველოს პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.
ირაკლი კობახიძე დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და იმ ღონისძიებებს გაეცნო, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მოსახლეობის დასახმარებლად ატარებენ.
ეფექტური შედეგის მისაღებად ხაზი გაესვა მაქსიმალური მობილიზაციის მნიშვნელობას. საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
"მდგომარეობა არის რთული, სოფლების ძალიან დიდი ნაწილი არის გარესამყაროს მოწყვეტილი, არ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან, ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო. ტექნიკა იქნება მობილიზებული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან. ასევე დაგვჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ასევე სურსათის ნაწილში, შეშის ნაწილში გათბობისთვის. ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით. მთლიანობაში გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე. საკმაოდ დიდი ოდენობით ტექნიკა არის მობილიზებული, სხვადასხვა გაბარიტის ტექნიკა, შესაბამისად, რაც კი რესურსის მოძიება შეიძლებოდა, ყველაფერი არის სრულად მობილიზებული, ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჩართულია სამაშველო სამსახური, ჩართულია ჯარის ტექნიკა," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.