1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის ის მონაწილეები არიან შეკრებილი, რომლებმაც მთელი ღამე ადგილზე გაათენეს და დილით, მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისთვის აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ეს მხოლოდ ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებშია შესაძლებელი:
„ჩვენ ვითხოვთ, რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობის გამოსწორებას და ერთადერთ გზად მიგვაჩნია ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის შექმნა, რომელიც ამ 6 თვეში უზრუნველყოფს იმ რეფორმების გატარებას, რაც ევროპამ მოგვთხოვა. დარწმუნებული ვარ რომ ამას მივაღწევთ ბრძოლით," - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.
ადგილზე იმყოფებიან საპროტესტო აქციის ორგანიზატორებიც, თუმცა მათ ჯერჯერობით არ განუმარტავთ თუ რას გეგმა აქვს საპროტესტო მოძრაობას და სამომავლო ქმედებების შესახებ საუბარს დღის განმავლობაში აპირებენ.
ამ დროისთვის მთავრობის სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.