ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა შვიდგზის ზეთისცხება - ეს ბევრმა არ იცის

შვიდგზის ზეთისცხება

აღდგომის მარხვაში ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება. როგორც მამა იოანე მჭედლიშვილი აღნიშნავს, ზეთისცხებასთან დაკავშირებით, აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ ადამიანმა მადლი, რომ შეიგრძნოს ამისთვის ის ქრისტიანულად უნდა ცხოვრობდეს.

„შვიდგზის ზეთისცხებასთან დაკავშირებით, არანაირი აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ მადლი, რომ შეიგრძნოს ადამიანმა, ამისთვის მან ქრისტიანულად უნდა იცხოვროს. თუ ქრისტიანულად ადამიანი არ ცხოვრობს, რა აზრი აქვს ზეთს აცხებენ თუ სხვა რამე საშუალებას. ადამიანი თუ თავის ცოდვებს არ ნანობს, აღმსარებელი არ არის, მადლი არ იქნება. როცა ადამიანი აღმსარებელია, ნანობს მის ცოდვებს, ეს უკვე დიდი მადლია და დიდი სიკეთე მოაქვს ზეთისცხებას.

მისი თქმით, შვიდგზის ზეთისცხებას დიდი მადლი მოაქვს.

„შვიდგზის ზეთისცხება, ეს არის ერთ-ერთი საიდუმლო, რომელიც სრულდება მარხვის პერიოდში. წესი ის იყო, რომ ეს არის ადამიანების საკურნებლად.

ზოგადად მარხვა იმისთვის არის, რომ ადამიანი როცა მარხულობს, უფრო მეტი იფიქროს სულიერზე და მოუძლურების ჯამს შვიდგზის ზეთისცხების სახით სრულდება, რომ განიკურნოს ადამიანი. მთელი შინაარსია ამაში და როდესაც მიხვალ, არც ზიარებულხარ, არც აღსარება ჩაგიბარებია და არც მღვდელთან ყოფილხარ ზეთს იცხებ და გგონია რაღაც მოხდება შინაარსი გამოცლილი აქვს ამას.

არ ცხოვრობს ადამიანი ქრისტიანულად და ჰგონია, რომ როცა ზეთს იცხებს ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ვინც მოსულა არავისთვის უარი არ გვითქვამს, მთავარია ამას შინაარსი ქონდეს“,- ამბობს მამა იოანე მჭედლიშვილი.