პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჟურნალისტი მარიამ ჩიტაია სოციალურ ქსელში, იმ ქართველებს, გამოეხმაურა ვისაც უკრაინაში დაობლებული ბავშვების შვილად აყვანა სურს და პარალელურად ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენა, რომლის შედეგადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ბიჭმა მშობლები ერთ დღეს დაკარგა.
მისი თქმით, ეს ბავშვიც რუსული აგრესიის მსხვერპლია, რომელსაც წამში შეეცვალა ცხოვრება.
„ამ ბოლო დროს, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ხშირად ვაწყდები ინფორმაციას ქართველი ქალბატონებისგან, რომ მზად არიან იშვილონ, დედობა გაუწიონ დაობლებულ ბავშვებს!
კარგი სურვილია, ჰუმანური, მაგრამ რამდენად შესაძლებელია, ეს სხვა საკითხია, რაზეც ახლა ყურადღებას ვერ გავამახვილებ....
ვინც ამბობს, რომ შეუძლია თუნდაც 5 ბავშვი იშვილოს, ამ ფოტოებს დააკვირდით, ეს ის პატარაა, დედით და მამით ერთ წამს რომ დაობლდა, ენგურში დაეხრჩო მშობლები, იცით, როგორც!...
ესეც დიდი ტრაგედიაა, სასტიკმა სისტემამ რომ დაგვატეხა თავს, ისიც აგრესორი რუსეთის მონაწილეობით!...
არ მგონია, ვინმეს ასეთი მოკლე მეხსიერება ჰქონდეს და არ ახსოვდეს ეს ბიჭი - დაპირებული კანფეტები რომ ვერ მიიღო მშობლებისგან, წამში რომ შეეცვალა ცხოვრება, ბავშვობა რომ დაკარგა, ის პატარაა...
მას ძალიან უჭირს, როგორც ფინანსურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც, ვრცელდება ინფორმაცია მის სუსტ ჯანმრთელობაზე, ,,სხვის ომში ბრძენი", ერთმანეთის ლანძღვით გადაღლილი საზოგადოება მის მიმართ ძალიან სასტიკია!
ჰოდა, ერთს ვიტყვი მხოლოდ, ვინც მზად ხართ უკრაინელ ბავშვებს უპატრონოთ, მანამდე იქნებ ამ დევნილი ქართველი ბიჭუნას ტკივილი მივიტანოთ გულთან, იქნება ჯერ ჩვენსას დავეხმაროთ, თუკი ამდენი შეგვიძლია!
იქნებ მთავრობებმაც, პირველ რიგში აფხაზეთის მთავრობამ (აქამდე უნდა ეზრუნა!), ცენტრალურმაც და ყველა უწყებამ, ვისაც ხელგეწიფებათ, არ დაივიწყოთ ეს პატარა და დაეხმარეთ!...
მასაც ისევე სტკივა ობლობა, როგორც ნებისმიერ ბავშვს მსოფლიოს ყველა კუნჭულში...
ეს ბიჭიც ომის ნაწილია, მისი 6-წლიანი სევდიანი ბიოგრაფია აფხაზეთის ომის ისტორიის გაგრძელებაა... გვახსოვდეს!
არა ომს და აგრესიას!“, - წერს მარი ჩიტაია.
ცნობისთვის 2021 წლის 7 აპრილს მდინარე ენგურმა ოთხი ადამიანის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილები ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრები იყვნენ. ისინი მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რა დროსაც მდინარე ადიდდა და დინებამ გაიტაცა.