დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„იმედის კვირა“ ნეაპოლში შეხვდა ოჯახს, რომელმაც შვილს სახელი ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად დაარქვა. პეტრუზოები ამბობენ, რომ ბავშვის დაბადებას უცნობი ადამიანები კვარაცხელიას სამშობლოდან ქართულ ენაზე ულოცავენ, რაც მათ ძალიან უხარიათ. პატარა ხვიჩას მამა, არმანდო განმარტავს თუ რატომ შეურჩიეს „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა შვილს ქართველი ფეხბურთელის სახელი.
„ჩვენი შვილის სახელისთვის ხვიჩა ერთადერთი არჩევანი იყო. რომ არა კვარაცხელია და ის გრძნობა, ემოციები, ბედნიერი წუთები, რასაც ქართველი გვანიჭებს, მაშინ გვეყოლებოდა დანიელი. ხვიჩა ჩემი მეოთხე შვილია. ახლა ჩემპიონობის მოლოდინში ვართ. წინასწარ არ გვიყვარს ლაპარაკი, მაგრამ ასე ახლოს ჩემი თაობა არასდროს ყოფილა ყველაზე ამაღელვებელ მომენტთან, რასაც გამარჯვება და სკუდეტოს მოპოვება ჰქვია. ეს უდიდესი ამბავია ჩვენთვის. აი, ვერც კი წარმოიდგენთ რა სიხარულია, რა განცდაა და ამიტომაც ვინ თუ არა ხვიჩა უნდა ყოფილიყო ჩვენი შვილი.
რაც მთავარია, მიხარია რომ პირველები ვართ და დარწმუნებული ვარ, ნეაპოლში ბევრი ხვიჩა დაიბადება. ძალიან გვიხარია რომ პატარა ხვიჩა უკვე საამაყო ისტორიის მქონე უფროსი ხვიჩას სახელს ატარებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სახელი ღირსეულად ატაროს“, - ამბობს არმანდო.