საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
როგორი კვირა ექნება ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს - გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს მიხეილ ცაგარელისგან:
ვერძი
სასიამოვნო საზოგადოებაში დროის გატარებისას, შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. რომანტიკული შეხვედრები, ბევრ დროს წაგართმევთ, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამსახურის საქმეებს. მოგზაურობა შეიძლება ჩაიშალოს.
კურო
ცხოვრებისეული მოვლენები დაგანახვებთ, თუ რომელი ხარვეზების გამოსწორებაა აუცილებელი და რა მიმართულებით სჯობს მოქმედება. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. სასიყვარულო ურთიერთობაში, შესაძლოა აუცილებელი გახდეს ზოგიერთი დეტალის საიდუმლოდ შენახვა. მოგზაურობა, რეკომენდებული არაა.
ტყუპები
გარშემომყოფების მხრიდან, შესაძლოა გადააწყდეთ წინააღმდეგობებს. ეცადეთ, არ იკამათოთ. მოგზაურობები იმედებს სრულად ვერ გაამართლებს. კარგია პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარება. უეცარ სასიყვარულო კავშირებს კი, ერიდეთ.
კირჩხიბი
სასიცოცხლო ენერგია დაქვეითებულია. აკონტროლეთ ემოციები და წინასწარ გაიაზრეთ სათქმელი. ეს პერიოდი არ უწყობს ხელს სამსახურის გამოცვლას, ახლის ათვისებას, სამაგიეროდ კარგია სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებისთვის. შესაძლოა, ჰორიზონტზე ახალი ადამიანიც გამოჩნდეს, რომლის მიმართ, სტაბილური გრძნობა გაგიჩნდებათ.
ლომი
არ აჩქარდეთ გადაწყვეტილებების მიღებისას. ყურადღებით მოეკიდეთ საქმიან კონტრაქტებსა და საბუთებს. ნუ დახარჯავთ ზედმეტ ენერგიას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სასიყვარულო ურთიერთობებს ადვილად დაარეგულირებთ, გულახდილი საუბრების მეშვეობით. მოგზაურობები, სჯობს გადადოთ.
ქალწული
არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად, ეცადეთ მიაღწიოთ მიზანს. ყველასთან ურთიერთობა მარტივი არ იქნება, რადგან შესაძლოა მოგატყუონ როგორც საქმეში, ასევე პირად, ურთიერთობებში. ნუ დაარღვევთ კანონს და მოერიდეთ რისკს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობამ კი, შეიძლება ცვლილებები განიცადოს.
სასწორი
აქტიური ცხოვრება დაგეხმარებათ მნიშვნელოვან ადამიანებთან დაახლოებაში. კარგი დროა ადრე დასახული მიზნების მისაღწევად. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ეძიეთ დამატებითი სამუშაო. პირად ცხოვრებაში ცვლილებები, მოსალოდნელი არ არის.
მორიელი
პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის ერთგულება ახალი პარტნიორული ურთიერთობის საფუძველი გახდება. მოერიდეთ უტაქტობას. ახალი კავშირები დაგეხმარებათ სამსახურის მოძიებაში. რომანტიკულ ურთიერთობებში თავგადასავლების სურვილი გაგიჩნდებათ, რაც აისახება ემოციურობისა და გუნება-განწყობის ცვალებადობაზე.
მშვილდოსანი
საოჯახო და სასიყვარულო სფეროში ცვლილებები, სასიკეთო გადაწყვეტას პოვებს, რაც დამატებით სტიმულს მოგცემთ მოქმედებისათვის. შესაძლოა დაფიქრდეთ სასიყვარულო ურთიერთობის გაოფიციალურებაზე. მივლინებები და შორეული მოგზაურობები კი, დროებით სჯობს გადადოთ.
თხის რქა
მატერიალური მდგომარეობა დამოკიდებული იქნება კონკრეტულ მიზნებსა და თქვენს მიერ გაწეულ სამუშაოზე. მოთმინებითა და შრომით ადვილად დაძლევთ ბარიერებს. კარგი დროა ახალი კავშირებისა და გადაადგილებებისთვის. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კონფლიქტს.
მერწყული
კარგი იქნება თუ მიხედავთ პირად საქმეებს და პერიოდულად შეისვენებთ. საყვარელ ადამიანს არ მოაკლოთ სითბო. გამოცდილება, დაგეხმარებათ პრობლემების მოგვარებასა და წინსვლაში. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ.
თევზები
მიზანდასახული იქნებით. ეცადეთ გამოიჩინოთ მეტი დიპლომატია და მოქნილობა, რათა გვერდი აუაროთ კამათსა და კონფლიქტებს. ოჯახის წევრები ყოველმხრივ გაგიწევენ დახმარებას. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ ჯანმრთელობაზეც. გზებზე მოძრაობისას, დაიცავით წესები და გამოიჩინოთ სიფრთხილე.