1742136917
ვინ არის თბილისში მოკლული 21 წლის ახალგაზრდა

თბილისში, გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
21 წლის ახალგაზრდა ხობის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდანაა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი კაზინოში, დაცვაში მუშაობდა.
„ვიღაცას უჩხუბია, ის გაუშველებია და მერე ვიღაცამ კისერი გამოჭრაო",- ამბობს წყარო ჩვენთან საუბრისას.
მოკლული 21 წლის გიორგი ახალაიაა. როგორც გაირკვა, გიორგის დღეს დაბადების დღე ჰქონდა.
„„სად მოგილოცო დაბადების დღე? ეს რა ჯოჯოხეთია? რანაირად გავიმეორო? რანაირად დავიჯერო? ჩემი გიორგი მომიკლეს ჩემი იუბილარი ბიჭი აღარ მყავს ჩემი ჩემპიონი“,- წერს სოციალურ ქსელში მოკლულის ახლობელი.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.