რამდენად იყიდით დოლარს და ევროს - განახლებული ვალუტის კურსი
1737661258
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის „აიცერი და მოიგეს“ იღბლიანი გამარჯვებული ჰყავს, რომელმაც 100 000 ლარი მოიგო.
27 წლის ანა ნოზაძე 122 349 ვაქცინირებულ ადამიანს შორის იყო. ანა „ფაიზერის“ ვაქცინით ზაფხულში, ბათუმში დასვენების დროს აიცრა.
ანა მშობლებთან და ძმასთან ერთად ლილოს დასახლებაში ცხოვრობს. ის დროებით უმუშევარია, მოგებული თანხით კოსმეტოლოგიური კაბინეტის გახსნას გეგმავს.
ახალი წლის ღამეს მოგებული 100 ათასი ლარი ანა ნოზაძეს 7 იანვარს გადაეცა. ამით ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია "აიცერი და მოიგე" დასრულდა. ლატარია 13 სექტემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით იმართებოდა.
მთლიანობაში მოგებულია 2 მილიონ 700 ათასი ლარი, რომელიც გადანაწილდა 17 055 ვაქცინირებულ მოქალაქეზე.