„ეს დღეც დაგვიდგა მეგობრებო...“ - ნინიკო მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750535920
სოციალურ ქსელში ვრცელდება სასაცილოდ თავგადაპარსული ბავშვების ვიდეო, რომელსაც უამრავი კომენტარი და გაზიარება აქვს. ვიდეო „ლელო სარასენს თბილისმა" გაავრცელა. როგორც ვიდეოში ჩანს, ბავშვებს თმები სხვადასხვა ფორმაზე აქვთ გადაპარსული.
როგორც გუნდის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თეონა წიკლაური ამბობს, ბავშვებმა მწვრთნელების წინააღმდეგ ფეხბურთი ითამაშეს. იდეაც ბავშვებს ეკუთვნით - წაგებულ გუნდს მოგებულები ვარცხნილობას შეურჩევნდნენ.
როგორც ჩანს, გუნდში მსგავსი შეჯიბრებები ხშირად ტარდება. რაც მთავარია, ყველაფერი მშობლებთან იყო შეთანხმებული.
„უპირველესყოვლისა ეს ბავშვები არავის დაუსჯია, ეს დასჯა არაა. ძალიან არასწორ სიტყვებს ხმარობთ ბავშვებთან მიმართებაში.
ეს ბავშვები ჩვენი ოჯახის წევრები არიან და მწვრთნელებს საკუთარი შვილებივით უყვართ და უფრთხილდებიან.
ეს მშობლებმა გადასარევად იციან და ამ ყველაფერში დადებითის მეტს ვერაფერს ხედავენ.
ყველაფერში შეიძლება მაგრამ, ბავშვებთან მიდგომაში, მათ სწორად აღზრდაში და სიყვარულში ნამდვილად ვერ შეგვეჯიბრებით და ვერ შეგვედავებით.
ბავშვები, მშობლები და მწვრთნელები კმაყოფილები არიან, თქვენც დამშვიდდით და დადებითისგან ნუ შექმნით უარყოფითს, ნუ გაიბოროტებთ თავს“,- წერია კლუბის გვერდზე.
„ლელო“ 1980 წელს დაფუძნდა და 6 წლიდან კაცთა უმაღლესი ლიგის ჩათვლით აერთიანებს სპორტსმენებს. სხვათა შორის, „ლელომ“ ერთობ იშვიათი და ფასეული ე.წ. „ტრებლი“ შეასრულა - ქვეყნის ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი მოიგო და 2024-25 წლების სეზონი სრული ტრიუმფით დაასრულა.