ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
დმანისში, ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
გარდაცვლილები არიან, 18 და 19 წლის, გუკა ადუაშვილი და ნიკა ოკმელაშვილი.
გარდაცვლილ ბიჭებს, სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან:
"საუკეთესო დაგკარგეთ, ჩვენო გუკინოო. გვიყვარხარ უსასრულოდ".
,,გულითადად ვწუხვართ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო, რომელმაც ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანავუგრძნობთ ამ მძიმე დროს.
მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ ნოვრუზ ბაირამის ღონისძიება",- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.