ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების დაფინანსებას რაც შეეხება, პასუხისმგებლობა ავიღეთ, ვიდრე ქვეყანაში გვექნება სრულყოფილი და გამართული ბავშვთა ონკოლოგიის სპეციალიზებული ცენტრი, მანამდე მშობლებს შევთავაზებთ ალტერნატივას სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინიკებში და შეეძლებათ, ერთ-ერთ კლინიკაში უმკურნალონ, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ახლა ვართ ეტაპზე, როდესაც მიმდინარეობს კომპანიების საერთაშორისო გამოკითხვა, შესაბამის პორტალზე აფიქსირებენ თავიანთ აზრს. თუ სწორად მახსოვს, ხვალ ან ზეგ მთავრდება ეს პროცესი და შემდეგ გვეცოდინება ის კლინიკები, ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც შეძლებენ იმ კონკრეტული ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მომსახურებას, როგორც დიაგნოსტიკას, ასევე მკურნალობას. ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ ვიდრე საქართველოში გვექნება პროტონოთერაპიის შესაძლებლობა, მათაც დავუფინანსებთ და უზრუნველვყოფთ სხვა ქვეყანაში. ვფიქრობ, მაისის ბოლომდე ეს თემა უკვე დასრულებული იქნება და ივნისიდან შევძლებთ, ბავშვებს ვუმკურნალოთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.