VIDEO:„ექიმების მკურნალობამ და წამლებმა ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე...“ - ეკა კახიანი მძიმე პერიოდს იხსენებს

კახიანი

„დილა მშვიდობისა საქართველომ“ მომღერალი, ეკა კახიანი ჩაწერა. 

ის ცხოვრებაში გადამხდარ სირთულეებზე საუბრობს. 

„გარდატეხის პერიოდს დაემთხვა ჩემი ძმის გარდაცვალება. ამას წინ უძღოდა მისი ავადმყოფობის პერიოდი. ამის ყურება და ამ მდგომარეობაში ცხოვრება ძალიან მძიმე იყო. ეს რომ დამთავრდა, მერე დამეწყო მძიმე პერიოდი, დამჭირდა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი. ჩემი პირადი ცხოვრებაც დაემთხვა, რომ აირია და მართლა ძალიან გამიჭირდა.

ექიმების მკურნალობამ და წამლებმა ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე და მივხვდი, რომ მხოლოდ მე შემეძლო აქედან გამოსვლა. იმ გიჟი მხიარული ეკასგან რადიკლაურად შეცვლილი ადამიანი დარჩა. ტავად ვერ ვცნობდი საკუთარ თავს…“,- ამბობს ეკა კახიანი.