კალენდრიდან 10 დღე გაქრა - რა მოხდა 1582 წელს
1734901399
ვენერა ობოლაშვილი სოციალურ ქსელში გამოჩნდა. ქალი, რომელიც წლების განმავლობაში სამი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული, საპატიმროდან გასულ წელს გათავისუფლდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, ვენერა ობოლაშვილი კაცებს მიმართავს:
„მართალი კაცები ვაჟკაც ქალებს აფასებენ, მაგრამ ზოგიერთები ხომ კაცები არ არიან?! ისინი კაცები უნდა იყვნენ და მე ქალი?! თქვენ ოჯახებს მიხედეთ ზოგიერთებმა შვილო, ცოლები რომ გატყუებენ და საყვარლებთან დადიან, თქვენ ვისზე ლაპარაკობთ. იმათ მიაქციეთ ყურადღება, სიგარეტს რომ გაბოლებენ სახეში“, - ამბობს ობოლაშვილი ვიდეოში.
შეგახსენებთ, ვენერა ობოლაშვილი 2009 წელს 79 წლის მარია არზამასევას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გარდა ამისა მან კიდევ ორი ადამიანის მკვლელობა აღიარა. ობოლაშვილმა ჩვენებაში თქვა, რომ 1984 წელს საკუთარი ქმარი მატარებლიდან გადააგდო, რის შემდეგაც მის საკუთრებაში არსებული ბინა გაყიდა და თანხას დაეუფლა.
2008 წელს ობოლაშვილმა მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ანატოლი კალინკაც მოკლა. მისი თქმით, კაცს თავის არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ხიდიდან მტკვარში გადააგდო. ამის შემდეგ ობოლაშვილმა კალინკას ბინის თანხა - 50 000 დოლარი მიითვისა.
ობოლაშვილს სასამართლომ 2010 წელს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.