1692302192
VIDEO: სეტყვა ბაკურიანში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ბაკურიანში ძლიერი წვიმა და სეტყვაა. კადრები „პრაიმტაიმს“ ადგილიდან მიაწოდეს.
ცნობისთვის, 5 აგვისტომდე, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგან, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 2-3 აგვისტოს, ზოგან +36.+ 38 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 4 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა აიღეს
VIDEO: სიძე-სიდედრის „შალახო“ ინტერნეტს იპყრობს - მაქაცარიებისა და ჩიჩუების ცეკვა