VIDEO: „სასწაულების გჯერათ? არეული ვარ... ამდენ ემოციას ვერ გავუძლებ...“ - რამდენიმე თვის წინ მოპარული ძაღლისა და პატრონის ემოციური შეხვედრა

ნაპოვნი

„სასწაულების გჯერათ? მე ყველაფრის მჯერა უკვე. ცოტა ხნის წინ რომ ჰასკიზე პოსტი დავდე, იპოვა პატრონმა. სავარაუდოდ მოიპარა ვიღაცამ რამდენიმე თვის წინ და ცუგა ქურდს გამოექცა. დაჩერჩეტობდა და გადაეყარა მაგარ გოგო ლუსის და ჩაუხტა მანქანაში. მე რომ პოსტი დავდე იცნო ჩემმა მეგობარმა თაკომ, ერთ-ერთი აკიტას პატრონმა და შეატყობინა ცუგას, სახელად ლესის პატრონს, ალეკოს. ალეკო გაქანდა ძაღლის სანახავად და დანარჩენი ვიდეოში ნახეთ. ვიცი, რომ არეულად ვწერ. გამიგეთ, მეც არეული ვარ. ამდენ ემოციას ვერ გავუძლებ. სასწაული ხდება. ერთ კვირაში ორი ჰასკი დაბინავდა ჩემი გავლით. მადლობა ღმერთო, კოსმოსო, დედამიწავ, კეთილო ადამიანებო“. - წერს ჟურნალისტი ეკა ლომიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.