ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის თებერვალში გარკვეული სირთულეები და დაბრკოლებები ელოდება
1738480336
28 იანვარს თეონა ქუმსიაშვილი 41 წლის გახდებოდა. თეონას მეგობარი, მომღერალი დათო კენჭიაშვილი გამომწერებს თეონას შესახებ გადაღებულ ვიდეოს უზიარებს.
მომღერლის დედა იხსენებს, როგორ მუშაობდა თეონა მის ბოლო სიმღერაზე. „სამაჩაბლოს გმირებზე აკეთებდა სიმღერას და წინ გოდება დაურთო. გოდებას რომ წაიმღერებდა, ბავშვი, დემეტრე ტიროდა. ვუთხარი, რომ ჩამოხვალ, მე ბავშვს გავიყვან და შენ სიმღერა ისე გააკეთე- მეთქი და ვეღარ ჩამოვიდა.. ცოცხალი რომ იყოს, გამიბრაზდებოდა, ჩემზე არ ილაპარაკოო, მეტყოდა, ძალიან თავმდაბალი იყო. ახლა ვაქებ, აღარ არის და აღარ გამიბრაზდება“, – ამბობს თეონას დედა.
ცნობისთვის, თეონა ქუმსიაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად 2010 წელს, 22 ივლისს მუცოს ხეობაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ჯიპის მარკის ავტომობილი გზიდან გადავიდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა. ავარიას სულ 7 ადამიანი შეეწირა.