პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„სუხიშვილების“ შექმნილ ეპოქაზე ლეგენდარული ნინო რამიშვილი საუბრობს. ისტორიული კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„ხანდახან, მუშაობა ძალიან რთული იყო. ჩვენ პრინციპულად ვიდექით იმ გზაზე, რომ მარტო ეროვნული და ქართული... რომ არ ვყოფილიყავი მომთხოვნი, შესაძლოა, დღეს ანსამბლი ამ დონეზე არ ყოფილიყო. რაღაც ილეთები გამოვიგონე, რომელიც უფრო საომარია... აფხაზებს ცეკვა „აფხაზური“ მოვუგონე, რომელიც არასდროს იყო. დრო იცვლება, ჩვენც შეგვაქვს ახალი, მაგრამ არის რაღაცა, რომელზეც ხელის ხლება არ შეიძლება, მაგალითად, ცეკვა „ქართული“.
გავა წლები, შეიცვლება თაობები, რასაკვირველია, ცოტა ცეკვებიც შეიცვლება, მაგრამ ილიკო სუხიშვილის სოლიკო ვირსალაძის და ჩემი, ნინო რამიშვილის სიყვარულით, აღელვებით ნაამბობი პატარა ერის ისტორია, დარჩება თაობებს,“ - ამბობდა ლეგენდარული ნინო სუხიშვილი.
ასევე ნახეთ:
VIDEO: სუხიშვილების მოცეკვავეს ბრუნო მარსის კონცერტზე ხელი სთხოვეს
„უფროსი და უმცროსი ნინო“ - ნინო სუხიშვილი ბებიასთან გადაღებულ უცნობ კადრებს აქვეყნებს