პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილის ირგვლივ რამდენიმე დღეა აჟიოტაჟი არ წყდება.
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ბოლოდროინდელ ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს მოცეკვავეებთან მკაცრი ტონის გამო. ნაწილი კი ფიქრობს ეს სწორედ, ისაა რამაც სუხიშვილები აქამდე მოიყვანა.
საზოგადოების ნაწილმა ნინო რამიშვილი, უმცროსი ნინოს ბებია გაუიხსენა, თუ როგორი სიმკაცრით ექცეიდა ანსამბლის წევრებს. სწორედ ამიტომ შედგა სუხიშვილები და რის გამოც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ფეხზე დამდგარი დარბაზი დაუსრულებელი აპლოდისმენტებით აქებს
ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში ბებიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„სუხიშვილები, ჩემი სამშობლოს ბედნიერება“ ; „დიდი პატივისცემა თქვენ, საუკეთესო ხართ, გვიყვარხართ ილიკო და ნინო“ ; „დიდი პატივისცემა ორივე ქალბატონს“; ლეგენდა ბებია-შვილიშვილი“,- წერენ კომენტარებში. ფოტოს უამრავი მოწონება აქვს.