VIDEO: რა ხდებოდა სამების ეზოში, ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების გამოსვენების დროს - „ასეთი ცხარე ცრემლით მტირალი არ მინახია სასულიერო დასი“

სვანეთში

სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭები დაკრძალეს.  გიორგი ნიჟარაძე და გიორგი რატიანი, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია || -ის, ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძრიდან გადმოასვენეს.

„როგორ უნდა იცხოვრო ისე,რომ ამდენი ადამიანის სიყვარული დაიმსახურო  როგორ უნდა მოახერხოს 30 და 31 წლის ბიჭებმა ამხელა სიყვარული?!.

როგორ უნდა მოასწრო, ამდენი მლოცველი შეიძინო და ბოლოს ამდენი მომხსენებელი დატოვო ამ ქვეყანაზე  
დღეს რაც სამების საკათედრო ტაძარში და მის ეზოში ხდებოდა ეს არც ერთი ადამიანის გასვენებაში არ უნახია არავის, არც სვანეთში არც თბილისში  დღეს არ განირჩეოდა ქალი, კაცი, ბიჭი, გოგო და ბავშვი, ყველა ერთხმად დასტიროდა ცხარე ცრემლებით ამ ორ ულამაზეს და უკარგეს სვან ვაჟკაცებს . საიდან იცნობდნენ ამდენ სასულიერო პირს და მონაზვნებს ეს ბიჭები, ასეთი ცხარე ცრემლით მტირალი არ მინახია სასულიერო დასი. როგორ დასტიროდნენ ბერები და მონაზვნები,როდის მოასწრეს ასეთმა პატარებმა ამხელა სიყვარულის დათესვა და შემდეგ მიღება?!.

მადლობა მათ მშობლებს ასეთი შვილების აღზრდისათვის. ჭირისუფალს ნუგეშად, დღევანდელი დღეც ეყოფა, რადგან დღეს მიიღეს მათი შვილების აღზრდის პასუხი.  უფალმა შეიწყალოს ორი გიორგის სული და აცხონოს. მოიხსენიეთ თქვენს ლოცვებში ახლად შესვენებულნი: გიორგი, გიორგი. მესამე გიორგი, რომელიც გადაარჩინა უფალმა გააძლიეროს უფალმა მათი სულების გადასარჩენად“,- წერენ სოციალურ ქსელში. 

ასევე ნახეთ:

,,ღიმილი ცრემლად აქციე, ჩემპიონო... ყველა სიტყვა ძალას კარგავს..." - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან

„მეზობლის კართან ფულს დააგდებდა, მერე ეძახდა, შენ დაგივარდებოდაო...“ - მარიტა როხვაძე მამაზე