პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
იცით თუ არა, სად მდებარეობდა ნამდვილი ძველი თბილისი, სანამ მას ვახტანგ გორგასალი დედაქალაქად გამოაცხადებდა?! - ამ შინაარსის ვიდეოს ტელეწამყვანი და ბლოგერი, ზურა ბალანჩივაძე აქვეყნებს და ძველი თბილისის მიდამოებიდან კადრებს გვიზიარებს.
მისი თქმით, მანამ, სანამ ვახტანგ გორგასალი დედაქალაქის თბილისში გადმოტანას გადაწყვეტდა, 500 წლით ადრე, გოგირდის აბანოების კვალი იქ უკვე არსებობდა.
„ეს არის „40 სებასტიელის“ სახელობის ტაძარი, რომელიც 2-ათასიანი წლების დასაწყისში აშენდა. სწორედ მაშინ, როცა ამ ეკლესიისთვის საძირკველი მზადდებოდა და ეს ადგილები გაითხარა, აღმოაჩინეს მე-13 საუკუნის გალავანი, რომელიც ნარიყალადან ჩამოდიოდა, ასევე, მე-5 საუკუნის გალავნის ნაშთები. ასევე, ქრისტიანობამდელი სამარხები.
აქ არის ძველი თბილისის ყველაზე პირველი აბანო, ეს არის ნამდვილი, ყველაზე ძველი თბილისი. ადგილი, რომელიც მართლაც არსებობდა როგორც ქალაქი, 500 წლით ადრე, სანამ ვახტანგ გორგასალი დედაქალაქის აქ გადმოტანას გადაწყვეტდა, რომელიც შემდეგში მისმა მემკვიდრემ, შვილმა, დაჩი უჯარმელმა განახორციელა,“ - ამბობს ზურა ბალანჩივაძე და კადრებს გვიზიარებს.
ვრცლად ↓
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051