პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გიორგი კალანდია ნოე სულაბერიძის გადაცემაში “ნოესთან” იხსენებს პერიოდს, როდესაც საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოვიდნენ.
კალანდია საუბრობს, რომ მისთვის 16 წლის ასაკში მაშინდელი ამბები საკმაოდ რთული აღსაქმელი იყო.
„მრცხვენია ამის, მაგრამ მე ძალიან შემეშინდა. მახსოვს სისხლში ამოსვრილი 14-15 წლის ბიჭები. მახსოვს, როგორ ეცემოდნენ ადამიანები ჩემს წინ. 16 წლის ასაკში ეს ყველაფერი ძალიან ძნელი აღსაქმელი იყო, რადგან იქ დაახლოებით ჩემი ასაკის გოგონები და ბიჭები იღუპებოდნენ.
ჩეჩნეთში მოვხვდი მაშინ, როდესაც ზვიადი გარდაიცვალა. ზვიადის პირადად ვიცნობდი და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. რამდენი წელი გავიდა და ახლაც მიჭირს ამაზე საუბარი…მივედი და გამოვემშვიდობე“, – საუბრობს გიორგი კალანდია.