პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ოცნება შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფორმისა და ზომის, სასურველი სახლის ან ავტომობილის ყიდვით დაწყებული გარკვეულ თანამდებობაზე მუშაობით დასრულებული, თუმცა გქონიათ ოდესმე სურვილი, რომ ცხოველს დამსგავსებოდით?! როგორც ჩანს არსებობს კაცი, რომელსაც ეს სურვილი ჰქონდა და ოცნების ასრულება შეძლო.
ცხოველების მოყვარულმა იაპონელმა კაცმა, სახელად ტოკომ განაცხადა, რომ ყოველთვის ჰქონდა ოცნება გადაქცეულიყო ცხოველად. მან ამ ოცნების ასრულება ორ მილიონ იენად [დაახლოებით 15,000$] შეძლო.
ამ ფასად დაამზადა კოსტიუმი, რომელიც მაქსიმალურად ჰგავდა ძაღლის ჯიშს კოლის. კაცმა მისი ტრანსფორმაციის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად უჩვეულოა ეს ოცნება, გასაკვირი არ არის, რომ ვიდეოები ინტერნეტ სივრცეში სწრაფად გახდა ვირუსული.
აღმოჩნდა, რომ კოლი მისი საყვარელი ძაღლის ჯიშია! გარდა ამისა, რადგან კოლის აქვს გრძელი ბეწვი, ის შესანიშნავი არჩევანი იყო ადამიანის ფორმის დასამალად.
გამომდინარე იქიდან, რომ ტოკოს სურდა კოსტიუმი მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო, დაიქირავა კომპანია Zeppet-ის თანამშრომლები, რომელიც ცნობილია რეკლამებისა და ფილმებისთვის მოდელებისა და ქანდაკებების შექმნით.
თუმცა, ამ კოსტიუმის შექმნა მათი დიზაინერებისთვის ადვილი საქმე არ იყო. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას 40 დღე და მრავალი ცდა დასჭირდათ, რომ სწორი ფორმები მიეღოთ. როგორც ჩანს სირთულე, ძირითადად გამოწვეული იყო იმით, რომ ძაღლისა და ადამიანის აგებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.
გარდა ამისა კოსტიუმის შემქმნელებს გარკვეული პერიოდი მოუწიათ შეესწავლათ კოლის გარეგნობა, რათა კოსტიუმი მაქსიმალურად ბუნებრივი ყოფილიყო. საბედნიეროდ, ყველა ამ მცდელობამ შედეგი გამოიღო და ტოკოს ძაღლის კოსტიუმი წარმატებული აღმოჩნდა.
ოცნების ასრულების შემდეგ ტოკო აქვს თავის youtube არხი, სადაც აღწერს თუ როგორია მისი ცხოვრება ცხოველის ამპლუაში. მის ვიდეოებში ჩანს, როგორ თამაშობს ტოკო პინგ-პონგს, ფრიალებს, ტრიალებს და ცხოველებს ეხუტება.