1732386875
VIDEO: „მარტო ყოფნით დავიღალე... მინდა დედა მყავდეს, ამაზე მეტად, ჩემი მამიკო მინდა...“ - ქეთი ქველაძის ემოციური მონოლოგი, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა
სოციალურ ქსელებში ქეთი ქველაძეს კარგად იცნობენ. „პრაიმტაიმის“ მკითხველისთვისაც კარგად ცნობილია მისი მძიმე ცხოვრების შესახებ. ქეთის ემოციურმა მონოლოგმა სოციალური ქსელი მოიცვა და მისი მხარდამჭერები ერთიორად გაზარდა.
„ძალიან დავიღალე, მარტო ყოფნით დავიღალე... მინდა დედა მყავდეს, რომელიც სახლში მოსულს დამხვდება ისე, როგორც თქვენ გხვდებათ თქვენი დედიკოები, დააფასეთ, გეხვეწებით... მინდა, სახლში მოსულს დედიკო დამხვდეს, თავზე ხელი გადამისვამს, მომეფერება... მინდა, ვიღაც ზრუნავდეს ჩემზე, ჩემი თავის გარდა. ბევრი მახარებთ, მაგრამ მე სულ სხვანაირი ზრუნვა მჭირდება... არ მჭირდება ფული, ტელეფონი, მანქანა, მე მჭირდება დედა... რომელიც არასდროს მყოლია. დედაზე მეტად მინდა, მყავდეს მამა, ჩემი მამიკო... რომელმაც 9 წლის ასაკში მიმატოვა, სიმსივნე ჰქონდა, მხედველობა დააკლდა, მუცელში წყალი ჰქონდა, გაებერა... გარდაიცვალა...
მახსოვს, სოფელში გადაასვენეს... მკვდარ მამაჩემზე ჩემი ნათესავები იძახდნენ, ხელი არ მოჰკიდოთ, არ გასკდესო...“
ვრცლად ⇓
ასევე ნახეთ: