ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731182713
თეა დარჩია შვილთან, მარიამ მათიაშვილთან ერთად ლელა წურწუმიას გადაცემის სტუმარი იყო. „მხოლოდ ლელასთან“ თეამ და მარიამმა გულწრფელად ისაუბრეს.
თეამ მოჰყვა იმ სირთულეებზე, რაც პროფესიასა და დედობას ახლავს. როგორც მან აღნიშნა, ოჯახისთვის დრო მას ნაკლებად რჩებოდა.
მარიამმა კი დედას ემოციური სიტყვებით მიმართა და უთხრა, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა.
მარიამი: ყველაფერი არის თეას დამსახურება. მისი დამოკიდებულების, შენიშვნების. თუნდაც იმის, რომ სხვისთვის რა შენიშვნაც უნდა მიეცა, მე მეუბნებოდა. ამ ყველაფერმა გამაძლიერა და მომცა იმის საშუალება, რომ დღეს თამამად ვატარებ სუხიშვილების სახელს… თეას სხვა გზა რომ აერჩია ვერც წარმომიდგენია. ეს ადამიანი არის დაბადებული ამ ყველაფრისთვის. მე, როგორც შვილი, ვამბობ, რომ ღირდა ეს ყველაფერი, რადგან თეა ჰყოლოდა ქვეყანას, გულწრფელად ვამბობ.
ხშირი ჭიდილი გვიწევდა იმიტომ, რომ არასწორად გამოვხატავდი ხოლმე ჩემს პროტესტს,“ – აღნიშნა მარიამმა.
შვილის სიტყვებზე თეა დარჩია ატირდა და თქვა:
„პირველად მეუბნება ამას, ეს პირველად მესმის…კიდე კაი აქ მომიყვანე ლელა, ვერასოდეს მოვისმენდი ამ სიტყვემს ამისგან…“