VIDEO: „გელა დონაძესთან, აჩიკო ბერიძესთან და ანდრეა ბოჩელთან ერთად მინდა დიდ სცენაზე ვიმღერო“ –  ედუ არზუმანოვის ოცნება

ედო

ედო არზუმანოვი, რომელიც საოცარი ნამღერის შემდეგ სრულიად საქართველომ გაიცნო, „შაბათ-კვირის დილის“ ეთერში თავის ცხოვრებაზე მოგვიყვება.

როგორც გადაცემის ანონსში ედო ამბობს, მისი სურვილია გელა დონაძესთან, აჩიკო ბერიძესთან და ანდრეა ბოჩელთან ერთად დიდ სცენაზე იმღეროს. „მე ვარ ედუარდ არზუმანოვი, 37 წლის. ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა რაღაც მიზეზების გამო შევაჩერეთ. მთელი ჩემი ცხოვრება მინდოდა, რომ დიდ სცენაზე მემღერა. გელა დონაძესთან, აჩიკო ბერიძესთან და ანდრეა ბოჩელთან მინდა ვიმღერო. დიდ სცენაზე დავდგები და ხალხს ვუმღერებ“, – საუბრობს ედუარდი.