გლდანთან, მანქანა გადავარდა და დაიწვა - არის მსხვერპლი

ავარია გლდანთან

გლდანთან, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. კადრები სოციალურ ქსელში ორგანიზაციამ „ჩემი ქალაქი მკლავს“ გამოაქვეყნა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაღუპულია ერთი პირი. 

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.