პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
27 მაისს, 69 წლის ასაკში ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. მას მეგობრები, კოლეგები და რიგითი მაყურებლები დიდი სიყვარულით იხსენებენ და ემოციურად ემშვიდობებიან.
„რუსთავი 2“-ის გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ რუბრიკაში ტრისტან სარალიძის შესახებ ისაუბრა მისმა კოლეგამ და მეგობარმა – ბესო ბარათაშვილმაც. მათ იუმორისტულ დუეტს კარგად იცნობს მაყურებელი სატელევიზიო პროექტიდან „სიცილის ზონა“.
„არიან ადამიანები, რომლებსაც არ ივიწყებს არც ქვეყანა და არ ივიწყებენ არც ახლობლები, სწორედ ასეთი ადამიანია ტრისტანი – მას ყოველთვის გაიხსენებენ. ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი... მიჭირს იმის წარმოდგენაც, რომ ტრისტანი აღარ არის. ფრთამოტეხილი ვარ, სხვა რა გითხრათ?!“ – ამობს ბესო ბარათაშვილი.