VIDEO: „ეს ბავშვებმა უნდა თქვან...“ - პაატა გულიაშვილმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა

პაატა გულიაშვილი

ერეკლე კანდელაკის რუბრიკის სტუმარი მსახიობი და პაატა გულიაშვილი იყო. როგორც მსახიობმა განმარტა, ინტერვიუს მსვლელობის დროს იმხელა გულწრფელობა დაინახა, რომ კითხვაზე, პატარა პაატას რას ეტყოდი - ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

რაც 40 წელს გადავცდი, ძალიან გულჩვილი გავხდი, ახლაც ცრემლი მომადგა. არ ვიცი, რას ვეტყოდი... არ არის ადვილი კითხვა. ძალიან სერიოზული კითხვა ყოფილა, ცოტა დავიძაბე.

მშობლებთან ურთიერთობაში უფრო გამომსახველი უნდა ვყოფილიყავი, არასდროს ვიცოდი მათთვის თქმა, რომ მიყვარს. ეს ბავშვებმა უნდა თქვან...“ - თქვა პაატა გულიაშვილმა და ემოციები ვერ შეიკავა. 

ვრცლად ↓