VIDEO: ემოციური კადრები აეროპორტიდან - სიურპრიზი გერმანიიდან დაბრუნებულ დათი ქოქრაშვილს

dati

რამდენიმე საათის წინ, შარტავას ქუჩაზე დაშავებული 9 წლის დათი ქოქრაშვილი საქართველოში დაბრუნდა. კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ ახლობლები, რომლებიც ოჯახს აეროპორტში დახვდნენ.

კადრებში ჩანს, რომ თანატოლებთან ერთად, დათის ძმებიც შეეგებნენ.

 

ცნობისთვის, 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

მოგვიანებით, დათი ისრაელში, შემდეგ კი გერმანიაში გადაიყვანეს. საბოლოოდ, ექიმებით რეკომენდაციით დაბრუნდა სამშობლოში, სადაც რეაბილიტაციის კურსს განაგრძობს.